იაპონელები – აღიარებული დღეგრძელი ერია. მათი ჯანმრთელობა მართლაც შესაშურია.
ნუ დავკარგავთ დროს შურზე და მოდი, გავარკვიოთ, რა საიდუმლოებებს ფლობს ამომავალი მზის ქვეყნის ხალხი იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.
ეს კი უმარტივესი ყოფილა – საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ დილით დიდი რაოდენობით წყლის დალევა.
იაპონურმა მედიცინის ასოციაციამ დაადასტურა, რომ დილით დიდი რაოდენობით წყლის მიღებით მკურნალობის მეთოდი მართლაც უნიკალურია: ის კურნავს თავის ტკივილს, ებრძვის გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და სხვა დაავადებებს.
აი, მკურნალობის მეთოდიც:
1. დალიეთ დილით, უზმოზე 4 ჭიქა წყალი. ეს აუცილებელია ორგანიზმის სრულად გასაწმენდად.
2. ამის შემდეგ არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი 45 წუთის მანძილზე. შეგიძლიათ გაიხეხოთ კბილები.
3. როდესაც 45 წუთი გავა – ისაუზმეთ. ყურადღება მიაქციეთ: თუ წყლის სმას ჯანმრთელ საუზმესაც შეუთავსებთ, ეფექტი უკეთესი იქნება.
4. საუზმის შემდეგ არ მიირთვათ და არ დალიოთ არაფერი 2 საათის მანძილზე.
თუ არ შეგიძლიათ ერთბაშად 4 ჭიქა წყლის დალევა – ნუ დააძალებთ საკუთარ თავს. დაიწყეთ ცოტაოდენით, 1-2 ჭიქით. ნელ-ნელა კი მოუმატეთ დოზას.
დიდი რაოდენობით წყლის დალევა არა მხოლოდ დაგიცავთ ავადმყოფობებისგან, არამედ მათაც შეუმსუბუქებს მდგომარეობას, ვინც ავად არის. წყლით მკურნალობა – იმდენად მარტივია, რამდენადაც ეფექტური.
ამ იაპონური მეთოდის გამოყენების შემდეგ, ერთ თვეში დაგირეგულირდებათ წნევა, სისხლში შაქრის დონე, დაივიწყებთ გასტრიტს და ორგანიზმიდან მთელი ტოქსინები და შლაკები სრულად გამოიდევნება.