ჯგუფ A'studio-ს სოლისტი, 28 წლის ქეთა თოფურია სულ მალე დედა გახდება.
ვარსკვლავი ფეხმძიმობის ბოლო თვეში იმყოფება, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ემოგზაურა: რამდენიმე დღის წინ მომღერალი მეუღლესთნ, ლევ გეიხმანთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.
ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის პირმშო გაზაფხულის ბოლოს უნდა მოევლინოს ქვეყანას.
მომავალი დედიკოს ბლოგზე უკვე გამოჩნდა მოგზაურობის ამსახველი კადრები. "Happy b-day to my love" - დაწერა ქეთამ ფოტოზე, სადაც ის მეუღლესთან ერთად არის გადაღებული.
ქეთას თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება და რომ ორსულობა მას ძალიან უხდება. ასევე, მათ აინტერესებთ, ხომ არ აპირებს ქეთა ამერიკაში მშობიარობას, თუმცა მომღერალს ჯერ ამის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ჟურნალ Hallo-სთან ინტერვიუში ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ სურს, ბავშვი მოსკოვში დაიბადოს, თუმცა მეუღლე სთხოვს, ამერიკაში იმშობიაროს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რომ ქეთა დაჰყვა ქმრის თხოვნას და ამერიკაში არა მხოლოდ საყვარელი მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა, არამედ სამშობიაროდაც.
ასევე იხილეთ:
ორსული ქეთას ახალმა ფოტოებმა საზოგადოება გააღიზიანა (+ ფოტოგალერეა)