► "არ მესმის, რატომ უნდა არსებობდეს ავტობუსის ზოლი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიდნენ ღარიბი ადამიანები დანიშნულების ადგილზე ჩემზე ადრე?"
► "ფრანგული ავტომობილების უმეტესობის პრობლემა ისაა, რომ ისინი ფრანგულებია."
► BMW 645Ci-ს შესახებ: "თუ თქვენ ამ მანქანას შეიძენთ, გირჩევთ, მეგობრებს რომ აჩვენებთ, მერე უკუსვლით წახვიდეთ, რათა თქვენი მანქანის უკანალი არ დაინახონ."
► "როცა სარბოლო ავტომობილებს საგზაო ვერსიებად გადააკეთებენ ხოლმე, ეს კარგს არაფერს გვაძლევს. ეს იგივეა, რაც გადაიღო პორნოგრაფიული ფილმი და მერე ისე დაამონტაჟო, რომ ბრიტანულ სასტუმროებში გაუშვან. საბოლოო ჯამში, მიიღებ კლიპს, სადაც ნახევარი საათი უნდა უყურო ვიღაც ტიპის ოფლიან სიფათს."
► "მიყვარს "ფერარიზე" ფიქრი - იმიტომ, რომ ღმერთია მანქანებს შორის."
იხილეთ სრულად: autobild.ge