საჭესთან SMS-ების წერა უფრო საშიშია, ვიდრე მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა
იხილეთ ვიდეო
"მიყვარხარ" ან "მეც მიყვარხარ" ძალიან კარგი და ხშირად აუცილებელი სიტყვებია, მაგრამ ამ სიტყვების SMS-ით გაგზავნა ხანდახან სიცოცლისთვის საშიშია. ალბათ მიხვდით - ავტომობილის მართვის დროს "მესიჯობას" ვგულისხმობთ. მარტო საქართველოში დღეში მილიონობით ტექსტური შეტყობინება იგზავნება და უფრო მეტი ტექსტი იწერება სოციალურ ქსელებში. ბევრი SMS-ებს და ფეისბუქის პოსტებს მანქანის მართვის დროსაც კი წერს.
გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ეს თითქმის ყველას გაგვიკეთებია. რატომ? საკუთარი თავის მტრები ვართ?
ცხადია, ყველას გვესმის, რომ საჭესთან მობილურ ტელეფონში ტექსტის აკრეფა ძალიან საშიშია და ამით, შესაძლოა, არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ვავნოთ, მაგრამ ამას მაინც ვაკეთებთ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი კვლევების თანახმად, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაც კი არ არის ისეთი საშიში, როგორც საჭესთან SMSის ან ფეისბუქის პოსტის აკრეფა.
აშშ-ის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორგანიზაციის ("Center for Disease Control and Prevention“ - CDC) კვლევის თანახმად, ამერიკელი თინეჯერების 45 პროცენტმა აღიარა, რომ ავტომობილის მართვის დროს ხშირად წერს ტექსტურ შეტყობინებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთების რაოდენობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე ისეთებისა, ვინც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავს.
ეს რიცხვი თითქმის იდენტურია Cohen Children’s Medical Center-ის კვლევისა, რომელმაც 9000 თინეიჯერი გამოკითხა, რომელთაგან 49 პროცენტმა აღიარა, რომ საჭესთან სმარტფონზე შეტყობინებებს წერს.
იხილეთ ვიდეო