"A’Studio"-ს სოლისტი, 28 წლის ქეთა თოფურია და 41 წლის ბიზნესმენი ლევ გეიხმანი შვილის დაბადებისთვის ემზადებიან.
როგორც ცნობილია, მომღერლის პირმშო ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში დაიბადება.
არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალ Hello-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქეთამ განაცხადა, რომ მას მოსკოვში უნდა მშობიარობა, თუმცა მეუღლე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შვილი ამერიკაში დაიბადოს.
აპრილის ბოლოს წყვილი აშშ-ში გაემგზავრა იმისათვის, რომ ლევის დაბადების დღე აღენიშნა. "ინსტაგრამზე" ქეთამ უკვე განათავსა მოგზაურობის ამსახველი კადრები. თუმცა ირკვევა, რომ მომღერალი და მისი მეუღლე სექტემბრამდე არ აპირებენ რუსეთში დაბრუნებას.
ჟურნალისტებს ქეთას მეგობარმა, მიროსლავამ განუცხადა, რომ ლევმა დაითანხმა ქეთა ლოს-ანჯელესში მშობიარობაზე. ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილი საუკეთესო პირობებში მოევლინოს ქვეყანას. გეიხმანმა არჩევანი საუკეთესო კლინიკაზე, Cedars-Sinai medical Center-ზე შეაჩერა. ამ კლინიკის პაციენტები გახლდნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი და სხვა ვარსკვლავები.
ქეთასა და მის ქმარს მშობიარობა ამ კლინიკაში 30 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ. ამერიკაში უკვე ჩავიდა ქეთას დედა, რომელიც შვილს მშობიარობის შემდეგ პატარას გაზრდაში დაეხმარება.
ასევე იხილეთ:
ფეხმძიმე ქეთა თოფურია სამშობიაროდ ამერიკაში გაემგზავრა?
ორსული ქეთას ახალმა ფოტოებმა საზოგადოება გააღიზიანა (+ ფოტოგალერეა)