ალბათ იცით, რომ მხედველობა თვალის ბროლზე კი არა, მის გარშემო არსებულ კუნთზეა დამოკიდებული. როგორც ხელისა და ფეხის კუნთს სჭირდება განვითარება ასევე, თვალის კუნთსაც, რათა გავიუმჯობესოთ ან აღვიდგინოთ მხედველობა.
თუ ცუდი მხედველობა გაქვთ, სათვალის გაკეთება კიდევ უფრო დაგიმძიმებთ მდგომარეობას. უმჯობესია, სათვალე მოიხსნათ და თვალების ვარჯიშის გაკეთება დაიწყოთ.
ამასთანავე, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
ნუ გადაღლით თვალებს. ყოველ 2-3 საათში ერთხელ რამდენიმე წუთით დახუჭეთ თვალები;
რეგულარულად აკეთეთ თვალების ვარჯიში;
ნუ გახდებით მოდის მსხვერპლი. უარი თქვით სათვალეზე;
აუცილებლად გაიკეთეთ თვალის მასაჟი. მსუბუქი წრიული მოძრაობებით;
დაიცავით დღის რეჟიმი - დაიძინეთ საღამოს 10 საათზე და ადექით მზის ამოსვლისთანავე;
სეირნობისას მოიხსენით სათვალე და ეცადეთ, მაქსიმალურად შორს დაინახოთ ხალხი, საგნები;
დაიცავით დიეტა (რაციონიდან გამორიცხეთ ცომეული, ცხიმიანი, შემწვარი, მლაშე, შებოლილი, პროდუქტები) გაამდიდრეთ რაციონი სტაფილოს სალათით, რომელსაც ზეითუნის, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი ექნება დამატებული.
მიირთვით მოცვი. საღამობით დაიბანეთ თვალები თბილი წყლით, არ დაიტოვოთ თვალზე კოსმეტიკა;
19 საათის შემდეგ მოერიდეთ კომპიუტერთან მუშაობას;
მოერიდეთ სტრესსა და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.
ასევე იხილეთ:
თვალისა და ტვინის სავარჯიშო 7 ფოტო-ტესტი: "იპოვე კატა"