თანამედროვე ადამიანმა დროის უკმარისობის გამო დღის რეჟიმიდან გამორიცხა საუზმე, მაგრამ ჩვენ აგიხსნით, რატომ უნდა ისაუზმოთ ყოველ დილით.
1. ენერგია და ხალისი
დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ საუზმე ადამიანის ორგანიზმს ენერგიით ავსებს. სასურველია, ისაუზმოთ დილის ათ საათამდე და ამასთანავე, სასარგებლო პროდუქტებით.
2. გაგიუმჯობესებთ განწყობას
სწორი და გემრიელი საუზმე, თანაც მშვიდ და კარგ გარემოში განწყობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
3. შიმშილის კონტროლი
ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი, რომელიც დილას საუზმით იწყებს, დღის განმავლობაში აღარ იგრძნობს შიმშილს და არც წახემსება მოუნდება. გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც შვრიის ფაფით საუზმობს, უმცირდება ცხიმიანი საკვების მირთმევის სურვილი. გარდა ამისა, მას ლანჩამდე კი არა, სადილობამდე არ მოშივდება.
4. უმჯობესდება მეხსიერება და ყურადღება
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ინფორმაციას უკეთესად იმახსოვრებენ და აანალიზებენ, ვიდრე ისინი, ვინც სახლიდან მშიერი გადიან. ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ მძღოლები, რომლებიც დილას საუზმით იწყებენ, იშვიათად ხვდებიან ავარიულ სიტუაციებში.
5. წონის კონტროლი
გასუქების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ადამიანმა საუზმობა აიკრძალა. ადამიანი, რომელიც დილით საუზმობს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. მისი ორგანიზმი იწყებს კალორიების წვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში კალორიების დაგროვება ხდება.
მიეჩვიეთ დილის საუზმით დაწყებას. იმისათვის, რომ გაღვიძებულს მოგშივდეთ, ვახშამზე ნუ მიირთმევთ კალორიულ საკვებს.