ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ბევრ ოჯახში დიდი ციებ-ცხელება იწყება - ეროვნული გამოცდები ლამის კარს მოგვადგა.
მშობლები მხოლოდ იმაზე კი არ ღელავენ, რა შეფასებებს მიიღებს შვილი გამოცდებზე, არამედ იმაზეც, რომ უკვე სტუდენტს სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს უცხო ქალაქში მოსაძებნი ექნებათ ბინა, სადაც მათმა ახალგაზრდა, გამოუცდელმა შვილმა მშობლიური სახლისგან მოშორებით წლები უნდა გაატაროს.
სხვა ქალაქში ბინის კითხვა-კითხვით კარდაკარ მოძებნა ნამდვილად შეუძლებელია. ამ დროს ყველაზე მეტ დახმარებას გაგიწევენ საიტები, სადაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა თუ გაქირავების შესახებ ასობით განცხადება იყრის თავს. მათი დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ-რეჟიმში შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი შეარჩიოთ, მეპატრონესაც გაესაუბროთ და ყველა დეტალი შეათანხმოთ.
ნიკა ჯაფარიძე (საიტი saqme.ge-ს განვითარების მთავარი მენეჯერი) ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე ქირაზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. განსაკუთრებით სწრაფად "იტაცებენ" ბინებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფასი აქვთ.
"გაქირავების ყველაზე აქტიური სეზონი სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ან თვე-ნახევრით ადრე იწყება. მოთხოვნა მატულობს ბინებზე, რომლებიც უშუალოდ სასწავლებლის სიახლოვეს მდებარეობს. რაც შეეხება ფასებს, დოლარის კურსის ცვლილების გამო ბინები, რომლებიც დოლარზე ქირავდებოდა, უმეტესად ლარზე გადავიდა. ჩვენი პროგნოზით, დოლარზე შეფასებული ბინების ფასი 10%-15%-ით დაიკლებს, თუმცა დამქირავებლებს ლარში მაინც გაუძვირდებათ. მაგალითად, თუ ბინა 200 დოლარი ღირდა, შეიძლება 190 დოლარად მოგაქირაონ, მაგრამ მაინც შარშანდელზე ძვირი დაგიჯდებათ, თუ ამ დოლარის ლარში ყიდვას აპირებთ.
სავარაუდოდ, ბინის მდებარეობაზე მეტად წელს მოთხოვნას ფასი განსაზღვრავს. ამიტომ იაფი ბინები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
ნიკა ჯაფარიძე მომავალი სტუდენტების მშობლებს ურჩევს, დროულად დაიჭირონ თადარიგი, რადგან გამოცდების დაწყების მერე მოთხოვნა ისე იზრდება, არჩევანის გაკეთებისთვის შეიძლება დროც აღარ დარჩეს.
როცა სასურველ ბინას შეარჩევთ, მომავალი სტუდენტის მშობლებმა რამდენიმე გარემოებაც უნდა გაითვალისწინოთ:
იხილეთ სტატია სრულად