ალბათ ამქვეყნად არაფერია იმაზე მაცოცხლებელი, ვიდრე ერთი დიდი ჭიქა ცივი წყალი, როცა ძალიან გწყურია. ჩვეულებრივ წყალს ხშირად იმაზე მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ყავას ან გაზიან სასმელს.
მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი არასაკმარის წყალს სვამს, რითაც საკუთარ ორგანიზმს მნიშვნელოვან რესურსს აკლებს. თუკი თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შეამჩნევთ საკუთარ თავს, გირჩევთ, დაყოვნებლივ გამოასწოროთ სიტუაცია.
1. გრძნობთ პირის სიმშრალეს
ეს აშკარა სიმპტომია. რა თქმა უნდა, როცა პირის სიმშრალეს გრძნობთ, მაშინვე რაიმე სითხისკენ მიგიწევთ გული. მაგრამ თუ ამ დროს ტკბილ სასმელს დალევთ, ცოტა ხნით მოიხსნით პრობლემას. წყალი კი ლორწოვან გარსს კარგად მოედება და სითხე დიდხანს შენარჩუნდება ორგანიზმში.
2. მშრალი კანი გაქვთ
კანი - თქვენი სხეულის ყველაზე მასიური ორგანოა, ამიტომაც მისი გამუდმებით დატენიანება აუცილებელია. მშრალი კანი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია სრული გაუწყლოების, რომელმაც, შესაძლოა, უფრო სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანოთ. წყლის უკმარისობა გამოიხატება ოფლის არასაკმარისად გამოყოფით, რაც ორგანიზმის მიერ ჭუჭყისა და ზედმეტი ცხიმის გამოყოფის უუნარობაზე მეტყველებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ყველაზე მარტივი მეთოდია - მეტი წყლის დალევა.
3. გაქვთ წყურვილის შეგრძნება
ეს იგივე არ არის, რაც პირის სიმშრალე. ნებისმიერს, ვისაც, თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონია ნაბახუსევი, გამოუცდია, როგორია ის შეგრძნება, როცა ვერაფრით იკლავ წყურვილს. ალკოჰოლს მთლიანად გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე და ტვინი კი დაჟინებით იძლევა სიგნალს SOS. ყური მიუგდეთ თქვენ სხეულს - მან იცის, რაც ჭირდება.
4. გრძნობთ თვალების სიმშრალეს
წყლის არასაკმარის რაოდენობაზე მეტყველებს ჩასისხლიანეული, მშრალი თვალები. წყლის არასაკმარისი რაოდენობით შრება ყველა ლორწოვანი არხი. ამ სიმშრალეს კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს თვალებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მუდმივად იყენებთ კონტაქტურ ლინზებს.
5. გრძნობთ სახსრების ტკივილს
ჩვენი სახსრები და მყესები 80 %-ით წყლისგან შედგება. ამიტომაც წყალი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი ძვლები ერთმანეთს არ ეხახუნოს ყოველ მოძრაობაზე. შეინარჩუნეთ სითხის ბალანსი ორგანიზმში და ამ პრობლემისგან სამუდამოდ გათავისუფლდებით.
6. თქვენი კუნთოვანი მასა შემცირდა
ასევე კუნთებიც ძირითადად წყლისგან შედგება. ამიტომაც რაც ნაკლებია წყალი ორგანიზმში, მით ნაკლებია კუნთოვანი მასა. ვარჯიშამდე და მასე მერე წყლის დალევა არა მხოლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი, არამედ იმისათვისაც, რომ შეამციროთ ანთებებისა და ტკივილის განვითარების ალბათობა, რაც ფიზიკურ დატვირთვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.
7. თქვენ დიდხანს ავადმყოფობთ
წყალს ორგანიზმიდან გამუდმებით გამოაქვს ტოქსინები. თქვენი ორგანოები მუშაობს, როგორც ერთიანი მექნიზმი, რათა გაფილტროს არასასურველი პროდუქტები, მაგრამ
წყლის გარეშე მისი ნორმალური ფუნქციონირება ვერ შედგება.
8. თქვენ გრძნობთ დაღლილობას და ძილიანობას
როცა სხეული სისხლიდან იწყებს წყლის სესხებას, ამ დროს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა ჩდნება, ხოლო ჟანგბადის ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია ძილიანობასა და დაღლილობის შეგრძნებასთან. ეს კი ნიშნავს, რომ დღითიდღე უფრო მალე დაიღლებით, თანაც ისე, რომ ყავაც ვეღარ გიშველით.
9. გრძნობთ შიმშილს
გაუწყლოვანებული ორგანიზმი შიმშილის სიგნალებს იძლევა. ეს ხდება, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ღამითაც და თქვენ გიჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გამოაღოთ მაცივარი და რაიმე წაიცმუცნოთ. თუმცა საკვების მიღება ორგანიზმს მუშაობას აწყებინებს, ხოლო წყლის მიღებით, ის იწმინდება და აწვდის საწვავს, რომელიც აუცილებელია სხვა დანარჩენი პროცესისთვის.
10. გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები
უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ლორწოვანი გარსის დატენიანება აუცილებელია. ეს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასაც ეხება. არასაკმარისი დატინიანებით კუჭის ტევადობა მცირდება, რაც კუჭის წვენს საშუალებას აძლევს ზიანი მიაყენოს თქვენს შინაგან ორგანოებს. საერთო ჯამში ამას გულძმარვამდე და კუჭის ტკივილამდე მივყავართ.
11. ნაადრევი დაბერების ნიშნები გაქვთ
ასაკთან ერთად წყლის რაოდენობა ორგანიზმში მცირდება. რაც უფრო ვიზრდებით, მით მეტად უნდა გავზარდოთ წყლის მიღების რაოდენობა. ნაადრევი დაბერების ნიშნები თავდაპირველად გარეგნობაზე ხდება შესამჩნევი, ხოლო ის ზიანი, რასაც გაუწყლოვანება შინაგან ორგანოებს აყენებს, რა თქმა უნდა, უფრო მერე იჩენს თავს. იმისათვის, რომ ეს რისკი ავიცილოთ თავიდან, წყლის სმის რეჟიმი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა დავიცვათ.
12. თქვენ წაიკითხეთ სტატია ამ პუნქტამდე
სავარაუდოდ, თუ თქვენ სტატია ბოლომდე არ წაიკითხეთ, გაიფიქრეთ: "ჰმ, უკვე გასაგებია, რომ საკმარის წყალს არ ვსვამ". და თუ კი ეს გაიფიქრეთ, მაშინ ახლავე ადექით და დალიეთ წყალი. და გახსოვდეთ, აჯობებს, საჭიროზე მეტი წყალი დალიოთ, ვიდრე ნაკლები.
ასევე იხილეთ:
წყლის მიღების სქემა თქვენი წონისა და ფიზიკური აქტივობის მიხედვით - განსაზღვრეთ წყლის დღიური ნორმა