40 წლის ასაკში, მძიმე სენით რუსი მომღერალი, ჟანა ფრისკე გარდაიცვალა - Marao

40 წლის ასაკში, მძიმე სენით რუსი მომღერალი, ჟანა ფრისკე გარდაიცვალა

2015-06-16 11:26:05+04:00

15 ივნისს, საღამოს 10 საათზე, მოსკოვში ცნობილი რუსი მომღერალი მძიმე ონკოლოგიური სენით გარდაიცვალა.

ტრაგიკული ცნობა მედიას მომღერლის მამამ – ვლადიმერ ფრისკენ და დამ, ნატალიამ აცნობა: "ჟანა სახლში გარდაიცვალა. უბრალოდ ასე მოხდა..." მოგვიანებით კი ნატალიამ სოციალურ ქსელშიც გააკეთა განცხადება: "ჩემი საყვარელი! ჩემი და... როგორი იქნება ამის შემდეგ უშენოდ ცხოვრება? ვის გავანდობ ამის შემდეგ ჩემს საიდმლოებებს? ვინ მომცემს რჩევებს? ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ... არც ცრემლი მაქვს და არც არაფერი... ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ, ჩემო საყვარელო დაიკო!!!"

სოციალური ქსელებით ჟანას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს რუსული შოუბიზნესის წარმომადგებლებმა: ფილიპ კირკოროვმა, მაქსიმ ფადეევმა, პოლინა გაგარინამ, კრისტინა ორბაკაიტემ და სხვა ვარსკვლავებმა.

ჟანას უახლოესმა მეგობარმა, ჯგუფ "ბლესტიაშიეს" ერთ-ერთმა სოლისტმა, ოლგა ორლოვამ, რომელიც მთელი ამხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია ჟანას, Facebook-ში დაწერა: "მშვიდობით, ჩემო ულამაზესო... მუდამ ჩემ გულში იქნები... იყავი ჩემი მფარველი ციდან... ძალიან მიყვარხარ..."

შეგახსენებთ, ჟანა ფრისკეს უმძიმესი დიაგნოზი 2013 წლის აპრილში დაუსვეს, ვაჟის, პლატონის დაბადებიდან რამდენიმე თვეში. ნიუ-იორკის ჰოსპიტალ memorial Sloan Catering-ში დიდხნიანი მკურნალობის შემდეგ, მომღერალი სიცოცხლისთვის გერმანიისა და ჩინეთის წამყვან კლინიკებში იბრძოდა. მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც უძლურები აღმოჩნდენ ამ სენის წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრისკე და მისი მეუღლე, დიმიტრი შეპელოვი ონკოდაავადებულთათვის დახმარების ფონდს აარსებდნენ. 8 ივლის ჟანას 41 წელი შეუსრულდებოდა.

ასევე იხილეთ:

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჟანა ფრისკე ნიუ იორკში მკურნალობს (+ ამაღელვებელი ვიდეო)

ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"

ექსპერიმენტული ვაქცინის წყალობით ჟანა ფრისკე თავს უკეთ გრძნობს