ფსიქოლოგიური მომენტები, რომლებსაც ახსნა არა აქვს, მაგრამ ყველასთვის მისაღები და საინტერესოა.
1. ქვა, მაკრატელი, ქაღალდი
თამაშის დაწყებამდე, უშუალოდ თამაშის წინ, ოპონენტს ჰკითხე: "ქვა, მაკრატელი, ქაღალდი". ხშირ შემთხვევაში, მოთამაშე დაუფიქრებლად მაკრატელს ირჩევს.
2. სიცილი
როცა ადამიანების ჯგუფი იცინის, ინსტინქტურად ადამიანი იმას უყურებს, ვინც ყველაზე მეტად ესიმპათიურება (ან ვისაც ახლობლად თვლის).
3. გამეორება ცოდნის დედაა
საუბრის დროს ამოირჩიეთ სიტყვა, რომელსაც მოსაუბრე ხშირად იმეორებს ან ისეთი სიტყვები, რომლებიც აზრობრივად ერთნაირია და როცა მოსაუბრე მათ წარმოთქვამს, თავი დაუქნიეთ. ნახავთ, რომ მოსაუბრე მათ უფრო და უფრო ხშირად გაიმეორებს.
4. გაფუჭებული პატეფონი
თუ სიმღერა აგეკვიატათ და ვერაფრით მოიშორეთ, მოუძებნეთ დასასრული. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ადამიანი იციკლება მხოლოდ დაუსრულებელ სიმღერებზე (ურთიერთობებზე, საგნებზე). როგორც კი სიმღერას დასასრულს მოუძებნით, გათავისუფლდებით მისგან.
5. მეექვსე გრძნობა
თუ გქონიათ შეგრძნება, თითქოს ვიღაც გაკვირდებათ? შეეცადეთ, დაამთქნაროთ და სავარაუდო დამკვირვებელს შეხედოთ. თუ მანაც დაამთქნარა, ე.ი. ეგ იყო. მთქნარება გადამდებია.
6. მშობლის ავტორიტეტი
თუ გსურთ, რომ ადამიანები პატივისცემით გეპყრობოდნენ, უთხარით, რომ კონკრეტული რჩევა მამამ (დედამ) მოგცათ. ადამიანები მშობლების აზრს უფრო მეტად ენდობიან.
7. ფარული მანიპულაცია
თუ გსურთ, რომ მეგობარმა მამაკაცმა თქვენი ნივთები (მაგალითად, ერთდროულად რამდენიმე წიგნის ყიდვა მოგიწიათ) ატაროს, გაცხარებული საუბრის დროს მიაწოდეთ ჩანთები. ადამიანების უმეტესობა ჩანთას უსიტყვოდ გამოგართმევთ.
8. თავის დაკვრის ძალა
თუ ვიღაცას რაღაცას სთხოვთ, ეცადეთ, თან თავი აქნიოთ, თითქოს ეთანხმებით. ეს ქმედება ადამიანებზე ჯადოსნურად მოქმედებს და ისინიც გაუცნობიერებლად გთანხმდებიან.
9. არჩევანის ილუზია
თუ გსურთ, რომ ბავშვმა ბროკოლი შეჭამოს, ჰკითხეთ: ბროკოლის რამდენი ყვავილი უნდა, რომ შეჭამოს, 2 თუ 5?.. ასეთ შემთხვევაში მას არჩევანის უფლებას არ ართმევთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი უკვე გაკეთებულია. ეს მეთოდი ცხოვრების სხვადასხვა სფეროშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
10. როგორ ავიცილოთ უსიამოვნებები
თუ ხვდებით, რომ ადამიანი თქვენზე უსიამოვნებების თქმას აპირებს, გვერდით მიუჯექით (დაუდექით). ვერავინ შეძლებს ცუდის თქმას ადამიანზე, რომელიც გვერდით უზის (უდგას).