კლუბი

მილიონერ თემურ უგულავას ახალი სიყვარული 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძეა – დაქორწინდება თუ არა ცნობილი მექალთანე მესამედ

მილიონერ თემურ უგულავას ახალი სიყვარული 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძეა – დაქორწინდება თუ არა ცნობილი მექალთანე მესამედ
"თემურ უგულავა ბაია დავითაიას დაშორდა და ახალი რჩეული ჰყავს, 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძე, თვითონ კი 48 წლისაა..." - ასე დაიწყო საუბარი ადამიანმა, რომელიც გასულ კვირას რედაქციაში დაგვიკავშირდა.

ბიზნესმენ თემურ უგულავას შესახებ ადრეც ხშირად დაგვიწერია, რადგან მისი ბობოქარი პირადი ცხოვრების შესახებ ყველამ იცის.

ის არასოდეს ჩნდება პრესისა თუ ტელევიზიის წინაშე, მაგრამ ყველგანაა, რადგან მისი მექალთანეობის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობს. ქალები, რომლებიც მის გვერდით ჩნდებიან, ან უკვე ძალიან პოპულარულები არიან, ან შემდეგ ხდებიან. დაშორების მიუხედავად, იმასაც
ამბობენ, რომ მილიონერ თემურ უგულავაზე გაბრაზებულ ქალს ნაკლებად ნახავთ, რადგან მათ ცხოვრებას უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს.

ქართველი ბიზნესმენის სასიყვარულო ამბავი წლების წინ დაიწყო. მისი პირველი ცოლი გახლდათ თეო ფერაძე, რომელმაც წლების განმავლობაში შენარჩუნებული დუმილი ახლახან დაარღვია და პრესასა თუ ტელევიზიაში გულახდილად იხსენებს იმ წლებს, როდესაც უგულავასთან ერთად ცხოვრობდა.

ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, როდესაც უგულავამ ჯაზკლუბში მსახიობი ეკა ნიჟარაძე გაიცნო. მაშინ თეო მეორე შვილს ელოდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან. ბავშვი ერთი თვის იყო, როცა უგულავას პირველმა ცოლმა ქმრის ახალი ურთიერთობის შესახებ გაიგო და ოჯახი დაინგრა.

შესარიგებლად მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა და ცოლ-ქმარი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში ეკა ნიჟარაძე უგულავასგან უკვე ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ თეოს ეს ამბავი ყველამ დაუმალა.

ოჯახი მაინც დაინგრა, ბიზნესმენის ცხოვრებაში კი ახალი ლამაზმანი გამოჩნდა ბაია დავითაიას სახით. ბაიასა და ეკასთან შეძენილი შვილების თაობაზე პირველმა ცოლმა ერთდროულად შეიტყო, რასაც ერთწლიანი დეპრესია და მძიმე პერიოდი მოჰყვა.

უგულავას მეორე ოფიციალური ცოლი ბაია დავითაია გახდა. ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს და ერთი ვაჟი შეეძინათ. ბავშვი აუტისტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წლებია, ბაია შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

მართალია, ისინი დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან და გაყრის პროცესი ცოტა გაიწელა, მაგრამ უგულავამ კიდევ მოასწრო ეკას გარდა რამდენიმე ცნობილ სახესთან რომანის გაბმა, რამაც მისი მეორე ქორწინება შეიწირა. 

იხილეთ სტატია სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93