დაახლოებით ერთი თვის წინ ჟურნალ "რეიტინგში" გამოქვეყნდა მასალა, სადაც მილიონერ თემურ უგულავას ახალ სიყვარულზე, 19 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეზე გიამბობდით.
რამდენიმე ადგილს, სადაც უგულავა ხშირად დადის, ახალგაზრდა გოგონები სპეციალურად სტუმრობდნენ მის გასაცნობად და მოსახიბლად, თუმცა ამას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველას 19 წლის მოდელმა ნინი ნებიერიძემ აჯობა.
მაშინ მოდელმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალის გამოსვლის შემდეგ მისმა მეგობრებმა რედაქციაში დაგვირეკეს პრეტენზიით, რომ ტყუილი დავწერეთ.
არადა, მასალა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით დაიბეჭდა და არაერთხელ ვთხოვეთ ნინის, რომ თუ სურვილი ჰქონდა, კომენტარი გაეკეთებინა.
რამდენიმე წუთის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში თემურ უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით - "გავთხოვდი". გაგრძელება