''დღეს ქეთოს დაბადების დღეა! მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, დარჩა ისეთი, როგორიც წავიდა და ამიტომ უყვარს ყველას.
მაგარი გოგოა და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ'', წერს ნინი ბადურაშვილი და ქეთასთან ერთად ერთ დაბადების დღეზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ქეთა თოფურია 29 წლის გახდა. ბოლო რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული რუსულ შოუბიზნესში. ფეხმძიმობის პერიოდშიც იღებდა სხვადასხვა კონცერტში მონაწილეობას. ნინი და ქეთა ბავშვობიდან მეგობრობენ და მის შეფასებებს ბევრი დაეთანხმა. გაგრძელება