პროდიუსერ კახი მამულაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში.
''მამულიჩას გამოსვლამ განსაკუთრებულად გამახარა ამხანაგებო!...თქვენ'', წერს ნოე სულაბერიძე.
''კახი, ყველაფერი კარგად იქნება'', ეკა ხოფერია.
''მიყვარხარ'': ნანკა კალატოზიშვილი.
თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ პროდიუსერის გათავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა შერჩევითი სამართალი.
''დღევანდელ მამულიჩას გამოშვების თემაზე აჟიოტაჟს მინდა გამოვეხმაურო. მეც ძალიან გავბრაზდი. იმიტომ არა, რომ კონკრეტულად ამ პიროვნების ციხეში ჯდომა მინდა, არც ვიცნობ და არც ვიცი, რას მოღვაწეობს პროდიუსერობის გარდა (რა ჩემი საქმეა), უბრალოდ, შერჩევით სამართალზე ვღიზიანდებით, რაც ბუნებრივია. მაინც გრძლად გამომდის, ვატყობ და მინდა, ჩემი აზრი მოგახსენოთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვცდები, შემისწორეთ.
მოკლედ, ყველას აზრი მაინტერესებს. დავიწყოთ იქიდან, რომ (დღევანდელი გინების ადრესატი) ხელისუფლება კი არა, არამედ სასამართლო წყვეტს მაგ ამბავს, ის სასამართლო, რომელიც დღემდე გატენილია ნაციონალების კადრებით. თუ დემოკრატიის გზას ვადგავართ, პარალელურად პოლიტიკური ნიშნით ვერ გაუშვებ ადამიანებს სამსახურებიდან. გაგრძელება