ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი, 24 წლის ინგა ალ ჯაზირას ჟურნალისტზე, მაროკოულ-ინდური წარმოშობის ბრიტანელ ნორი ვერგიზზე თხოვდება. წყვილმა ერთმანეთი ოქსფორდში სწავლის დროს გაიცნო.
ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ახალგაზრდები ერთად არ ცხოვრობდნენ - ვალერი მელაძის ოჯახი ძველ ტრადიციებს იცავს და მათთვის მიუღებელია ქორწინებამდე წყვილის სიახლოვე. ამასთან, მშობლებს სურდათ, რომ ინგას და ნორის სწავლა დაესრულებინათ და შემდეგ ეფიქრათ ოჯახის შექმნაზე, თუმცა, სამაგალითო ქალიშვილი, როგორც ჩანს, დროზე ადრე დატოვებს საყვარელ მშობლებს და კანონიერად დაქორწინდება თავის რჩეულზე.
ცნობილი გახდა, რომ ნიშნობა მარაკეშში უკვე შედგა. საქმრომ ინგას უზარმაზართვლიანი ძვირფასი ბეჭედი აჩუქა, რომლის დემონსტრირებაც მელაძის ქალიშვილმა ”ინსტაგრამში” მოახდინა.
როგორც ჩანს, ქორწილისთვის მზადება უკვე გაჩაღებულია. წინასაქორწინო წვეულება ლისაბონის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. წყვილი ძვირად ღირებულ სასტუმრო Hotel Royal Mansour-ში დაბინავდა. 3-სართულიანი ნომერი, სადაც ახალდაქორწინებულები დაბინავდნენ, 2 საძინებლით, მისაღებით, ეზოთი და აუზით, დღე-ღამეში 6 ათასი დოლარი ღირს.