კლუბი

თინა კანდელაკი საიდუმლოდ გათხოვდა?

თინა კანდელაკი საიდუმლოდ გათხოვდა?
როგორც ჩანს, 40 წლის თინა კანდელაკი გათხოვდა, ამას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოები მოწმობს.

თაყვანისმცემლებმა თიკას ალბომში ჯერ ნიშნობის ბეჭედს მოჰკრეს თვალი, შემდეგ საქორწინოს. კანდელაკი საყვარელ მამაკაცს ჟურნალისტებს არ აცნობს, უფრო მეტიც, მას საგულდაგულოდ მალავს.

მიუხედავად იმისა, რომ თინა, ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram -ში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მდიდრული ნიშნობის ბეჭედი უკეთია. მისი წარწერა კი ორაზროვანია: "თუ რაღაც გულით გსურს, არ შეაკავო, გაათავისუფლე. თუ დაგიბრუნდა, იგი სამუდამოდ შენი იქნება,
ხოლო თუ არ დაგიბრუნდება, ესე იგი შენი არც არასდროს ყოფილა".

რამდენიმე დღის შემდეგ კი იმავე Instagram -ში თინამ გამოაქვეყნა ფოტო. მას Dolce&Gabbana-ს თეთრი კაბა აცვია და ორიგინალური თავსაბურავი ამშვენებს. მილოცვებმა არ დააყოვნა. თაყვანისმცემლებმა ტელედივას დაქორწინება მიულოცეს: "თუ ეს ისაა, რაც ჩვენ გვგონია, სიყვარულს, ბედნიერებას და ნათელ კარმას გისურვებთ". "გილოცავთ, ძალიან ლამაზი პატარძალი ხართ".

24 დეკემბერს კანდელაკნმა Instagram -ში საქორწინო ბეჭდის სელფი გამოაქვეყნა, მაგრამ ნიშნობასა და ქორწინებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჭორის დონეზე ცნობილია, რომ თინას ახალი ტელეარხის "მატჩ ტვ-ის" გენერალურ პროდიუსერთან ჰქონდა რომანი. ეს ტელედივას მეორე ქორწინება იქნება. მისი პირველი ქმარი მხატვარი და ბიზნესმენი ანდრეი კონდრახინი იყო, რომელთანაც თინას ორი შვილი ჰყავს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93