ნინო ნადირაძე-კუზანოვა და მისი ქმარი გუგა კუზანოვი ბათუმურ ბინას ყიდიან. როგორც ნინო ამბობს, აღარ სურს ბათუმში ბინა: "არ შემიძლია ბათუმი, დავბერდი უკვე, გრიგოლეთი ან რამე მასეთი პენსიონერული მინდა!"
ნინომ ბინის მონაცემები და ფოტოები თავის ფეისბუქ-გვერდზე ატვირთა, გთავაზობთ მის პოსტს:
"ვყიდი ბათუმში აკვაპარკის წინ, 135 კვ მ ფართობის ბინას. 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი, დიდი სასტუმრო ოთახით და სამზარეულოთი, ავეჯით და ტექნიკით. მესამე სართული. ძალიან ლამაზი ბინაა, მხოლოდ ერთი კვირა ვიცხოვრე... ჰო, კიდევ, დიდი მოსაჯდომი აივნით და კონსიერჟის მომსახურებით. ფასი $ 160 000". იხილეთ ფოტოები