რამდენიმე დღეა, მომღერალ ნუკა კვალიაშვილის "ფეისბუქგვერდზე" ერთმანეთს ანაცვლებს პოსტები იმის შესახებ, რომ ნუკა ყიდის კლავიშს, ბავშვის მანეჟს, ტელეფონს, ტელევიზორს, ძაღლს და უამრავ საყოფაცხოვრებო ნივთს. ამასთან, ეძებს ბინას ქირით.
ბუნებრივია, გაჩნდა ინტერესი, რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა ყველაფრის გაყიდვა. ამის გასარკვევად ჩვენ ნუკას დავუკავშირდით:
- გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა ჩემი ოჯახით. მივდივარ სამ თვეში, ოღონდ ჯერ არ დავკონკრეტდები, სად და როგორ. ამ ეტაპზე არ მინდა დეტალურად ყველაფერზე ლაპარაკი. ყველამ იცის, რომ მე საკუთარი სახლი არ მქონდა, ნაგირავებში ვცხოვრობდით. გადავწყვიტე, გადავაგირავო და ის თანხა საბუთების შეგროვებასა და სხვა საჭირო საკითხებში გამოვიყენო, ეს სამი თვე სადმე ხომ უნდა ვიცხოვრო? ჰოდა, ქირით ამიტომ ვეძებ ბინას, რომ სანამ წავალ, იქ დავსახლდე. სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე...