იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ, ეცხოვრათ კანონიერ მეუღლესთან იქამდე, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ.
ძველადაც მოიძებნებოდნენ, თუმცა დიდ იშვიათობას წარმოადგენდნენ ცოლს ან ქმარს გაშორებული ადამიანები. ასეთები ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელნი არიან. დღესდღეობით, ყველას აქვს იმის საშუალება, გაეყაროს მოძალადე ქმარს, არ შეეგუოს ღალატს ან უბრალოდ, დაშორდეს ადამიანს, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოსაწყენი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერს ორი მხარე აქვს, საგრძნობლად მოიმატა განქორწინებული მშობლების რაოდენობამ და ეს შვილების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახა.
არიან წყვილები, რომელთა განშორების გადატანა არათუ შვილებს, არამედ საზოგადოებას გაუჭირდა. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და გთავაზობთ ტოპ-10 ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც ხალხის აზრით, არ უნდა დაშორებულიყვნენ.
მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი მაყურებელს ძალიან უყვარს. ისინი ხალხს ერთად კიდევ უფრო მეტად მოსწონდათ. მიშა და ია ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდნენ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო და 2010 წელს ჯვარი ყველასგან მალულად, ბათუმში დაიწერეს. გასულ წელს, სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დასრულდა.
ასევე 2010 წელს დაქორწინდნენ ნათია წიწილაშვილი და გიორგი კალანდაძე. მათი სასიყვარულო ისტორიაც გადაღებებზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს "ჩიფსების თაობის'' გადაღების დროს შეხვდნენ. გიორგისა და ნათიას პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდათ. როგორც ჩანს, მსახიობები როლში შეიჭრენ, თუმცა სიყვარულის ამბავი მალე დასრულდა.
ილო ბეროშვილი და ჟურნალისტი ნელი აგირბა ტელეეკრანებზე ერთდროულად გამოჩნდნენ. ერთ დღეს სოციალურ ქსელში ნელიმ ილო ბეროშვილი ღალატში დაადანაშაულა და დაწერა, რომ რეგისტრირებული ქორწინება არ აქვს, რომ რეესტრში შეიტანოს განცხადება და ამიტომ გადაწყვიტა, საჯაროდ განეცხადებინა, ისინი ცალ-ცალკე არიან. მათ ჰყავთ ორი შვილი და მთლიანად კონცენტრირებულები არიან ბავშვების აღზრდასა და კარიერაზე. ამიტომ, როგორც ილომ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანი სკანდალით დაიწყო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას ერთმაც მიატოვა შეყვარებული და მეორემაც და ასევე სკანდალურად დასრულდა. გავრცელდა ხმა, რომ მათ შორის მესამე პირი ჩაერია, მოგვიანებით კი მარი ბაბეტამ საჯაროდ განაცხადა, რომ გიორგისთან ფლირტი მაშინ ჰქონდა, როცა ჯერ კიდევ სალომეს ქმარი იყო.
როცა მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე დაქორწინდნენ, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მათ გოგონა შეეძინათ, მას ელენე დაარქვეს. მარიამის დედ-მამამ, ისევე, როგორც ბებიამ და ბაბუამ (თამრიკო ჭოხონელიძემ და გიორგი როინიშვილმა) ოჯახურ თანაცხოვრებას წერტილი მალე დაუსვეს.
მარიკა თხელიძე და გიგა ანდრიაძე ერთად ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, არ ერიდებოდნენ ინტერვიუებში საჯაროდ ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოხატვას. როდესაც მარიკამ იმშობიარა, გიგამ მეუღლეს ჯიპი აჩუქა. "გიგა ამბობს, რომ გაიზრდება, მინდა, შენ გგავდეს ფიზიკურადო" - თქვა მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზების გამო მათი ამბავი დასრულდა და ისინი მიზეზებზე არ საუბრობენ. სრულად წაიკითხეთ reitingi.ge-ზე...