პოპულარობის მიღწევა საქართველოში საკმაოდ მარტივია. იმისთვის, რომ ხალხი აალაპარაკო, ზოგჯერ მხოლოდ გაშიშვლება არის საკმარისი. სწორედ ამ ფორმით გახდა ცნობილი არაერთი, დღეს უკვე პრესისთვის და ხალხისთვის საინტერესო ადამიანი.
AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, რომლებიც სწორედ სიშიშვლით ან თამამი ჩაცმულობით გახდნენ პოპულარულნი.
თამო ვაშალომიძე
სექსუალური გარეგნობის მქონე გოგონას ფოტოსესიამ რამდენიმე წლის წინ მთელი თბილისი აალაპარაკა. თამო ვაშალომიძემ, სიშიშვლის გარდა, ხალხის ყურადღება პირადი ისტორიითაც მიიპყრო, ის თავიდანვე გულახდილად საუბრობდა პირადი ცხოვრების შესახებ. ხალხის განსაკუთრებული გაოცება მისმა წარსულმა გამოიწვია - ვაშალომიძე ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა, თუმცა სექსუალურ მოდელად მალე გადაიქცა. ამას მოჰყვა სკანდალური დაპირისპირება დედასთან, რომელმაც შვილი სატანას შეადარა, თუმცა ისინი რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ. თამო ვაშალომიძე საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ცვლილებები გარეგნობაში ყველასთვის შესამჩნევია.
ნინი ონიანი
მოდელი და მსახიობი ნინი ონიანი მაყურებელმა სერიალ "ქალთა სახეებიდან" გაიცნო, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა მისი თამამი ფოტოები გავრცელდა. ამის შემდეგ ხალხი მისი და გიორგი ვარდოსანიძის რომანის შესახებ ალაპარაკდა. პრესა წერდა, რომ გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას სწორედ ნინი ონიანის გამო დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ეს ამბავი ჭორი აღმოჩნდა, გაირკვა, რომ ოჯახი ბაბეტამ დაანგრია. სექსუალური ნინი ონიანი ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა ტაბუდადებულ თემებზე, რაც მის მიმართ ინტერესს ერთიორად ზრდიდა. რამდენიმე თვის წინ ნინი ვაჟიკო მახვილაძეზე დაქორწინდა და ახლა თამამ ფოტოსესიებზე უარს ამბობს. გაგრძელება