სახელმწიფო უწყებებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესი თანხების დაზოგვის მიზნით დაიწყო.
დასაქმებულისთვის სამსახურიდან გათავისუფლება, რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ როცა შენი სამსახური ვიღაცის პირად კომფორტს ეწირება, აქ უკვე საქმე სხვაგვარ ელფერს იძენს და დანაკარგთან ერთად უსამართლობის გრძნობა არ გასვენებს.
თიკო ნატროშვილი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი გახლდათ, სწორედ ასე, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა. მოდელს კომენტარისთვის შევეხმიანეთ, მაგრამ გვითხრა, რომ რაც სათქმელი ჰქონდა, სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. პოსტი უცვლელად იხილეთ mshoblebi.ge-ზე...