ცნობილი ადამიანები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან, მაგრამ ამის შესახებ სახალხოდ იშვიათად ლაპარაკობენ.
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის.
ია ფარულავა - ნინო კუზანოვა
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება მსახიობ ია ფარულავასა და კარდიოლოგ ნინო კუზანოვას შორის მოხდა. ფარულავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხოდ დაწერა: "ქოცი მეგობარი ბევრი მყავს, არავისთან არ მქონია კონფლიქტი საერთოდ. მხოლოდ ერთმა ჩაისვარა მაგრად და ისიც ძალად ქოცი თუ ქოცებთან შეტენვით იყო ვერ გავიგე", - დაწერა იამ და თვალებდაქაჩული ბარბის ფოტო გამოაქვეყნა. რატომ დაუპირისპირდნენ უახლოესი მეგობრები ერთმანეთს, უცნობია.
ნიკა გვარამია - გიორგი ცაგარელი
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ორი დღის წინ, ლიზა ბაგრატიონის შეყვარებულს, გიორგი ცაგარელს დაუპირისპირდა და სახალხოდ უშვერი სიტყვებით გალანძღა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ ნასვამმა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ქართული არხები გააკრიტიკა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ნაციონალების მონები, საზოგადოებრივ არხს კი ნაფტალინში ჩარჩენილი უწოდა. გიორგის პოსტს ''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მის კოლეგებს მოუწოდა, ეს ადამიანი მათ ეთერში არასდროს გაეპიარებინათ.
''ამ ნაბ**რ შიზოიდს რატომ დაათრევ ჩვენს ეთერში და რატომ აპიარებ, მარინა ბერიძე? ტრ... გაითხაროს თავისი ალტი ხემიანად. p.s. ნინო ნახუცრიშვილი, თეონა ჯორბენაძე, ნიკოლოზ რაჭველი იმედია, სწორად ვიქნები გაგებული, მეგობრებო: ნებისმიერი იმ ღონისძიების რეკლამა, სადაც ეს ყ... რაიმე ფორმით მაინც მონაწილეობს, ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება.
და არა მხოლოდ რეკლამა, ეგ ღონისძიებები საერთოდ არ გაშუქდება ვერც წინმსწრებად და ვერც შემდგომად.
ნიკა გვარამიას პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგმა მოუწონა გიორგის საქციელი, ზოგმა კი გვარამია გააკრიტიკა. გაგრძელება