ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა, რომელიც ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილზეა გათხოვილი და 5 წლის ვაჟ სოლომონს მასთან ერთად ზრდის, კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს.
ანფისა იტალიაშია ოჯახთან ერთად და ხშირად დებს სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეოებს. ერთ-ერთი ვიდეო საკმაოდ სახალისო იყო - ბავშვი მაკარონს მიირთმევდა გულიანად და თან მულტფილმს უყურებდა... მოულოდნელად, ვიდეოს ბევრი კრიტიკა მოჰყვა:
"რა საჭიროა ასეთი ვიდეოს დადება, სადაც ბავშვი ხელებით მიირთმევს და პირგამოტენილი ლაპარაკობს?", "ხელით ჭამს და მერე თმას ჰკიდებს...", "ბავშვი ჭამის დროს ყოველთვის უყურებს მულტფილმებს - ეს სავსებით უსარგებლოა", "იქნებ დანა-ჩანგლის გამოყენება გეცადათ?" - ასეთი სახის კრიტიკა ბლომად იყო. სხვები იცავდნენ ანფისას: "რას დაესიეთ... ზოგი ბავშვი ცუდად ჭამს და ასეთი მეთოდებით ცდილობენ დედები მათ "მოტყუებას". ამაში არაფერია საგანგაშო", "ბავშვს მშვენიერი მადა აქვს. ჩემი ასე არ შეჭამდა", "ვგიჟდები ხელით ჭამაზე"... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტო