მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი რამდენიმე კვირის წინ საცოლეს, ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო.
თავად ლევანი და ნინიკო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ 18 წლის ნინიკო ნაცარიშვილი 24 ივნისს ოჯახმა თურქეთში გაუშვა.
რა გახდა დაშორების მიზეზი და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად ambebi.ge ლევან ჯიბღაშვილის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დაუკავშირდა:
- ქალბატონო ნონა, რა გახდა ლევანისა და ნინიკოს დაშორების მიზეზი?
- მე ჩემი შვილის საქმეებში არ ვერევი. მე არც ვიცნობდი ამ გოგოს, ერთადერთხელ ვნახე, ძმაკაცებთან ერთად მოიყვანა თბილისიდან სტუმრად. ლევანმა ბეჭედიც აჩუქა დაბადების დღეზე ამ გოგოს და ამას დაერქვა ნიშნობა. მოგვიანებით კი თქვა, არ მომყავს ცოლადო. ეს გადაწყვეტილება ლევანმა კარგა ხნის წინ მიიღო, მითხრა, დედა, არ არის ის სიტუაცია და ცოლად არ მომყავსო. მიზეზები არ მიკითხავს. რამდენჯერმე შეხვდნენ, გაისეირნეს-გამოისეირნეს და დაშორდნენ. ისინი ცალკეც არ გადასულან საცხოვრებლად. არ მოეწონათ ალბათ ერთმანეთი და არ შედგა მათი ქორწინება. ვისაც მოიყვანს, მე ვიქნები სანაქებო დედამთილი. ის წერილიც, რაც გამოვაქვეყნე, კონკრეტულად იმ გოგონას არ ეძღვნებოდა, ეს ეძღვნება ყველა გოგოს, ვინც ჩემი შვილის გვერდით იქნება.
- თქვენ არასდროს ჩარეულხართ მათ ურთიერთობაში?
- მე მის სულში ხელების ფათურს არ ვაპირებ. მეც მყავს ქალიშვილი და 14 ან 18 წლისას არ გავათხოვებ. განაგრძეთ კითხვა