ორლანდო ბლუმი მირანდა კერისთან დაშორების შემდეგ ჯერ კეტი პერის ხვდებოდა, შემდეგ კიდევ სხვას. ახლა კი ის უცნობ, შავთმიან ლამაზმანთან ერთად შენიშნეს.
უცხოური პრესა წერს, რომ აშკარაა, წყვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ. პაპარაცებმა ისინი იმ მომენტში დააფიქსირეს, როცა ქალი ორლანდოს თმას ძალიან თბილად უსწორებდა.
უცხოერმა მედიამ შესაძლოა, ვერ ამოიცნო შავთმიანი მომხიბვლელი ქალბატონი, მაგრამ ჩვენ, ქართველები მარტივად მივხვდებით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალი გატაცება არც მეტი, არც ნაკლები, პიანისტი, პარიზში მოღვაწე ხატია ბუნიათიშვილია.