ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია 36 წლისაა და სამი შვილის დედა. თუმცა არც ასაკი და არც მრავალშვილიანი დედის სტატუსი მის მშვენიერ გარეგნობაზე არ აისახება უარყოფითად.
ფაცაცია მართლაც იდეალურ ფორმაშია, რასაც მისი ახალი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ტელეწამყვანი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. ახალმა ფოტოებმა ფეისბუქზე მის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. "რაშივით ხარ", "ლამაზ სხეულში ლამაზი სულია", "სასწაული გოგო ხარ" - ეს და მსგავსი კომენტარები მოჰყვა თიკას ფოტოებს.
იხილეთ ფოტოები