სულ ცოტა ხნის წინ უცხოური პრესა ლეონარდო დიკაპრიოს და მოდელ ლორენა რეის რომანზე ალაპარაკდა. გერმანელი მოდელი 23 წლის არის. ისინი ნიუ-იორკში რომანტიკულ ვახშამზეც შენიშნეს, თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავი ლორენა რეისთან რომანს უარყოფს და შესაძლოა, ეს მართალიც იყოს.
მსახიობი ამჯერად სენ-ტროპეში კეიტ უინსლეტთან ერთად ისვენებს.
ძველი მეგობრები სენ-ტროპეში მშვენივრად ერთობიან. აღსანიშნავია, რომ სამი შვილის დედა, "ტიტანიკის" ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია.
იხილეთ ექსკლუზიური ფოტოები