რთული, ცხელი და ვნებათაღელვებით აღსავსე აგვისტო თავის ხანძრებითურთ, როგორც იქნა, მოვიტოვეთ უკან.
წინ შემოდგომა და ოქროსფერი სექტემბერია, რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს ერთობ პერსპექტიული პროგნოზებით ანებივრებს ამჯერად.
ვერძების დიდი ნაწილისთვის სექტემბერი წლის ყველაზე აქტიური თვე იქნება. მათ მოუწევთ ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა საიმისოდ, რომ ბალანსი შეინარჩუნონ. დაიღლებით, მაგრამ შედეგები ეღირება ამად.
კუროს ნიშნით დაბადებულებს სექტემბერში მძაფრი სასიყვარულო განცდები ელით. მარტოხელა კუროები აუცილებლად წამოიწყებენ ახალ რომანს. თვის შუაგულში არ არის სასურველი კრედიტის აღება.
ტყუპის დიდ ნაწილს სექტემბერი წვრილმან-მსხვილმან ხლაფორთებსა და ნერვიულობებს მოუტანს. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მათ არ სურთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. სამაგიეროდ, ეს თვე პირად ცხოვრებაში გაგახარებთ სიახლეებით, რაც ყველაფრის კომპენსაცია იქნება.
კირჩხიბები სექტემბერში დიდ "ევრორემონტს" ჩაატარებენ როგორც საკუთარ გარემოცვაში, ისე საკუთარ ცხოვრებაში. ეს საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ყველაფერი.
ლომების დიდი ნაწილი სექტემბერში კოსმოსის ფავორიტი იქნება. გიმართლებთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. შესანიშნავი დროა გარშემო მყოფებთან ურთიერთობების დასალაგებლად.
ქალწულებს სექტემბერში შანსი ეძლევათ ახალი სამსახურის დასაწყებად ან ძველ სამუშაო ადგილზე წინსვლისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ უფრო პრინციპული და აქტიურად მოითხოვოთ კუთვნილი აღიარება.
სასწორები სექტემბრის თვეში გარკვეულ გამოცდას გაივლიან, როგორც პირად, ისე სამსახურებრივ სფეროში, რაც მათ ნერვებს გამძლეობაზე გამოცდის. ასტროლოგები გირჩევენ, სიტუაცია ჯანსაღად შეაფასოთ და ყოველგვარი პანიკის გარეშე მიუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე. გაგრძელება