"ინსტაგრამგვერდის", super.ru-ს ადმინისტრაციამ ქეთა თოფურიას და გუფის ისრაელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
"ჩვენ ვწერდით, რომ 2016 წელს რეპერი გუფი ნარკოტიკის "გადასაგდებად" ისრაელში გადიოდა მკურნალობას. მასთან დასახმარებლად ქეთა თოფურია იყო ჩასული" - წერს ადმინი.
შეგახსენებთ, ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის რომანის შესახებ რუსული პრესა რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდა, თუმცა მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ.
თოფურიამ ქმართან განშორება ორი დღის წინ აღიარა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გეიხმანის და თოფურიას ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. იხილეთ ფოტო