რძალ-დედამთილს შორის არსებულ ურთიერთობას ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, სადაც ეს პრობლემა არასდროს ყოფილა.
საქართველოში კი "რძალდედამთილიანის" ცნებას, ასე რომ ვთქვათ, კარგად იცნობენ და ისტორიებიც ბევრი გვსმენია. ეს პრობლემა ბევრი ცნობილი ქართული ოჯახის რეალობაშიც ყოფილა და წყვილის ურთიერთობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ცნობილი რძალ-დედამთილების დაპირისპირება ზოგჯერ ოჯახს სცდება და მთელი საქართველოს სალაპარაკო ხდება.
მოდით, გავიხსენოთ ცნობილ რძალ-დედამთილებს შორის უთანხმოებები, რომლებსაც საზოგადოებაში ბევრი განხილვა მოჰყვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხატია სიჭინავას და მისი დედამთილის გაუთავებელი დაპირისპირება. რამაზ ნოზაძის დედამ რძალი ლამის "ფეისბუქზე" წყევლა. როცა ჟურნალისტი და სპორტსმენი დაქორწინდნენ, თბილისში აქტიურად დაიწყეს ჭორაობა იმის თაობაზე, რომ დედამთილს რძალი არ მოსწონდა, თუმცა, ხატია და მისი დედამთილი საპირისპიროს ამტკიცებდნენ და სხვადასხვა გადაცემაში ერთმანეთზე „დიდი სიყვარულით“ საუბრობდნენ, მაგრამ სიმართლე არ იმალებაო, გაგვიგია და არც მათ ოჯახში არსებული კონფლიქტი დაიმალა. საბოლოოდ, ისინი რამაზის სიყვარულმა შეარიგა.
მოცეკვავე წყვილი, 28 წლის მზია ორველაშვილი და 23 წლის ტატო ხათაძე სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. როგორც მზიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ქმრის მშობლების გაცნობაზე ოცნებობს. ამის შესახებ მზიამ ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "ჩემები ტატოს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, მისი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ ჩვენი დაოჯახების, ისინიც წინააღმდეგნი წავიდნენ. დედამთილ-მამამთილის გაცნობის დიდი სურვილი მაქვს და იმედია, ოდესმე გავიცნობ". აშკარაა, რომ წყვილმა ერთმანეთის მშობლებთან ურთიერთობა დაალაგა, ან რატომ ვერ უნდა დაელაგებინათ? მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და მალე პატარასაც ელოდებიან. გაგრძელება