კლუბი

"კახასთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი... კაბაც მზადაა, დიდი სუფრაც არ მინდა, მაგრამ..." - ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ

"კახასთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი... კაბაც მზადაა, დიდი სუფრაც არ მინდა, მაგრამ..." - ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად ჟურნალ Tatler-ის რუსულ ვერსიას უმასპინძლა. წყვილმა ჟურნალისტები თბილისის გარეუბანში მდებარე სამსართულიან კერძო სახლში მიიღო.

ანუკი ჟურნალისტებს გულახდილად ესაუბრა, მათ შორის, მოდის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. მისი თქმით, პოპულარობა მეუღლის თანამდებობაზე არ არის დამოკიდებული: „ბევრი მაშინ იგებს, კახას ცოლი რომ ვარ, როცა ჩემს ინსტაგრამს ნახულობს. მათთვის საინტერესო დიზაინერი ვარ იმ საქართველოდან, საიდანაცაა დემნა. ეს ძალიან მისაღებია ჩემთვის" .

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ წყვილს სამი ვაჟი ჰყავს — რვა წლის
ლევანი, ხუთი წლის კახაბერი და ოთხი წლის ვაჩე, ანუკიცა და კახიც მთელ თავიანთ დროს სამუშაოს უთმობენ.

"მერის ხელფასი ქველმოქმედებას ხმარდება. მისი ცოლის ბიზნესი დახმარებას ახლა არ საჭიროებს. სპონსორების დახმარებით, პრესტიჟულ უბან ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მაღაზია-ატელიე Anouki გაიხსნა. შემდეგ კი უკვე — „თვითონ". არეშიძესთან ორმოცი ადამიანი მუშაობს. ბრენდი მომგებიანია. მისი სამოსი იყიდება ტოკიოს უნივერმაღში Isetan, Farfetch-ზე, Harvey Nichols-ში, Opening Ceremony-ში და კიდევ მსოფლიოს მოდის მოწინავე 47 წერტილში", — ნათქვამია სტატიაში.

mshoblebi
ჟურნალისტები ოჯახის უფროსის სტილითა და მოდისადმი მისი დამოკიდებულებით დაინტერესდნენ და ასეთი პასუხი მიიღეს: „არ მყავს სტილისტი. ვატარებ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ". მთელ თავის ძირითად დროს კალაძე სამუშაოს უთმობს.

"არ შეიძლება ამდენი მუშაობა, რამდენსაც ის მუშაობს. ახლა სულ კახასთან ჩემი დროისთვის ვიბრძვი. არ სძინავს, არ ისვენებს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ოჯახთან დროს ხარისხიანად ატარებს. კვირა — ეს წმინდა ოჯახური დღეა", — ამბობს მეუღლეზე ანუკა.

არანაკლებს ითხოვს ის თავისი შვილებისგან: „მამაკაცებს ლიდერობის პრეტენზიები აქვთ, ეს კი ნიშნავს, რომ პირველები უნდა იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ წარმოდგენაში, არამედ განათლების, აღზრდის დონით და ასე შემდეგ. გაგრძელება
ბეჭდვა
e87a93