კლუბი

თიკა ფაცაცია ქმართან ერთად ისრაელში გამართულ წვეულებაზე (ფოტო)

თიკა ფაცაცია ქმართან ერთად ისრაელში გამართულ წვეულებაზე (ფოტო)
ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამაში ტელემაყურებლები შუადღის ეთერში ყოველდღიურად რწმუნდებიან. 37 წლის მოდელი სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია და "ინსტაგრამზე" ხშირად ათავსებს თავისი ოჯახის წევრების, სამი შვილის ფოტოებს. თუმცა, ამ ფოტოებში თითქმის ვერ შეხვდებით მის მეუღლეს, დავით ანთელიძეს.

წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითქმის არასდროს ჩნდება. თუმცა, ამჯერად თიკამ თაყვანისმცემლები და მეგობრები იმ ახალი ფოტოებით გაანებივრა, რომლებშიც მეუღლესთან ერთადაა გადაღებული. წყვილი ერთად ისრაელში წვეულებაზე იმყოფებოდა.

ფოტოებში თიკა მოკლე შავ კაბაშია, რომელიც მის არაჩვეულებრივ სხეულს კარგად უსვამს
ხაზს. ფოტოზე მისი მეუღლის დანახვამ მოდელის მეგობრებიც გაახარა: "რა ლამაზი ხარ და დათოს დანახვაც გამიხარდა!"; "ლამაზი გოგო, 3 შვილის დედა და საუკეთესო ცოლი"; "ულამაზესი ხარ თიკა, არაჩვეულებრივად გამოიყურები", - წერენ თიკა ფაცაციას მეგობრები კომენტარებში. დაათვალიერეთ ფოტოები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93