ის თვლის, რომ ყველგან და ყველაფერში მთავარია? შეუძლია ნებისმიერი ქალის მოპოვება? ცდილობს, არ გაუკეთოს ურთიერთობას აფიშირება ან მეგობრებთან სულ ქალებზე ლაპარაკობს? ყველა ამ და სხვა კითხვაზე ქალებს მამაკაცების ჟურნალი, Men’s Helth თავისი საახალწლო, შემაჯამებელი გამოკითხვით უპასუხებს.
მამაკაცის 7 საშინელი თვისება, რომელიც სინამდვილეში ძალიანაც ნორმალურია:
ძლიერი სქესის 56 % ირწმუნება, რომ ქორწინება არა მხოლოდ ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი.
მამაკაცების 89,4% თვლის, რომ ქალს მამაკაცისგან პირველ რიგში ფული უნდა.
66.4 % ამტკიცებს, რომ შეუძლია ნებისმიერი ქალის "შებმა".
როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მკერდის 2 ზომას (34.7%) ან 3-ს (52.5%). "ერთიანი" აკმაყოფილებს მამაკაცთა 1.3 %, ხოლო 1.1 % - ფუმფულა მკერდის (5 და მეტი ზომა) მოყვარულია. 6.7 %-სთვის ეს საკითხი პრინციპული არ არის. საინტერესოა, რომ ყველა რესპონტენტი ერთიანდება იმ აზრზე, რომ მკვრივი და ლამაზი უკანალი უფრო სექსუალური დამნიშვნელოვანია, ვიდრე მკერდის გარშემოწერილობა.
გამოკითხულთა 83.5 % სინდისის ქენჯნის გარეშე გამოტყდა, რომ უყურებს პორნოფილმებს. 46.3 % ამბობს, რომ ამას შეყვარებულისგან (ცოლისგან) მალულად აკეთებს, ხოლო 37.2 % - პარტნიორთან ერთად.
მამაკაცთა 67.2 % ამბობს, რომ ქალები მშვენივრად მართავენ ავტომობილს. 28.7 % იცნობს ქალს, რომელიც მათზე ნაკლებად არ ატარებს მანქანას. ხოლო გაბედულ მამაკაცთა 22.3 % ქალს ანადობს საკუთარ ავტომობილს.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების 91.7 % ამტკიცებს, რომ შეკითხვათა უმეტესობას გულახდილი პასუხები გასცა, 8.3 %-მა მაინც აღიარა, რომ სადღაც მაინც მოიტყუა.
და კიდევ...
25-30 წელი – მამაკაცთა უმეტესობის აზრით, ოპტიმალური ასაკია ქორწინებისა და შვილების ყოლისთვის.
2.8 % ამბობს, რომ არასოდეს მოიყვანს ცოლს.
ახალგაზრდა მამაკაცთა 78.7% თვლის, რომ არ მოსწონს ხვეულთმიანი გოგონები.
43.2 % ამტკიცებს, რომ მამაკაცის გულისკენ სავალი გზა ტვინზე გადის და არა კუჭზე ან საწოლზე.
63.3 %-მა აღიარა, რომ მეგობრებთან გოგოებზე ჭორაობს.
მამაკაცების 41.2 % დისკომფორტს განიცდის, თუ ქალს მასზე დიდი შემოსავალი აქვს.
მასალის წყარო: Men’s Helth