კიმ კარდაშიანი მილოცვებს იღებს: ტელევარსკვლავი და მისი ბოიფრენდი კანიე უესტი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ რეპერმა ატლანტიკ-სიტიში გამართული კონცერტის დროს ხმამაღლა განაცხადა.
კიმის დამ, კორტნიმ, რომელიც უკვე ორი შვილის დედაა, არ დააყოვნა და ეს სიახლე "თვითერზე"გამოაქვეყნა: "ვერ მოვითმენდი, რომ არ მეყვირა საქვეყნოდ! ახლა ჩვენს ოჯახს ახალი ანგელოზი მოევლინება. ისეთი აღელვებულები ვართ".
თავად კიმი კი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ცუდი ორსულობა აქვს: "ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ორსულობა – ეს ძალიან სახალისოა და რომ მათ ძალიან მოსწონთ ეს მდგომარეობა. მაშინაც კი, როცა ჩემი და იყო ორსულად, ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, არადა, სულაც არ აღმოჩნდა ადვილი. თუმცა გამიგია, რომ დედობა ამ ყველაფრად ღირს.
ასე რომ, მოუთმენლად ველი."გამუდმებით სუში მინდა, - ამბობს კიმი, - მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება. ვჭამ ბევრ სტაფილოს და სხვა ბოსტნეულს". კარდაშიანი ირწმუნება, რომ მისთვის სულერთია ბავშვის სქესი, მთავარია – ჯანმრთელი იყოს.