მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ბავშვს მაისის ბოლოს ელოდება. ბავშვის მამა კალათბურთელი ირაკლი კეიდიაა. მომავალმა მშობლებმა პატარას სქესი ჯერ არ იციან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარს ორივე გაურბის, სახალხოდ გრძნობების გამოვლენას არც ერთი ერიდება.
ნანკა ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია, მაგრამ ფეხმძიმობა ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი არ სურს; უფრო მეტიც, უკვირს: "ხშირად მეკითხებიან, როგორი განწყობა გაქვსო. ნეტავ, როგორი უნდა მქონდეს, აქ რა არის სალაპარაკო?" - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი.