ამერიკელმა მომღერალმა ბიონსე ნოულზმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი სხეულის სექსუალური მხარეები – ის მამაკაცების ჟურნალ GQ-სთვის გადაიღეს.
ასევე, ვარსკვლავი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეხოტბედ მიიჩნევენ, მის ინაუგურაციაზე იმღერებს.
ჟურნალის ყდაზე, სადაც გამოტანილია სათაური "XX საუკუნის ყველაზე სექსუალური 100 ქალი", ბიონსე წარმოდგენილია ცისფერ ტოპში, საიდანაც დელიკატურად მოუჩანს მშვენიერი მკერდი.
ფოტოებზე მომღერალი ასევე "ლეოპარდის" შავ-წითელ ტრუსებშია გამოწყობილი.
მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართება და ბიონსე ცერემონიალზე ნაციონალურ ჰიმნს შეასრულებს.
როგორც ჩანს, მომღერალი და მისი ქმარი ჯეი-ზი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში. ამბობდნენ, რომ ბიონსე 51 წლის პოლიტიკოსის მიმართ გულგრილი არ არის.
მომავალ თვეს ბიონსე ასევე იმღერებს აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო გუნდის ლიგის ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ეს პატივი მადონას ერგო. მაშინ როკერმა ჯინ სიმონზმა განაცხადა, რომ პოპდედოფალი, უბრალოდ, "კარაოკეს მომღერალია" და მეტი არაფერი.
მასალის წყარო: People