რამდენიმე დღის წინ ბიონსეს და Jay-z-ის ქალიშვილმა ბლუ ივიმ თავისი პირველი დაბადების დღე იზეიმა. მზრუნველმა მშობლებმა ძალიან მოინდომეს და პირმშოს დაბადების დღე ზღაპრად აქციეს. ამისათვის ვარსკვლავურმა ოჯახმა 200 000 ათასი დახარჯა.
Jay-z-მ და ბიონსემ პატარა პრინცესასთვის მოაწყვეს თემატური საღამო, სადაც ყველა ნათესავი და ახლობელი მიიწვიეს. მხოლოდ დარბაზის გასაფორმებლად ვარდისფერ და თეთრ ვარდებში მშობლებმა 95 000 ათასი გადაიხადეს.
30 000 დოლარი სტუმრებისთვის სამახსოვრო საჩუქრებსა და სათამაშოებში წავიდა. სახელობითი ტორტი 2 000 დოლარი დაჯდა. რა თქმა უნდა, იუბილარის საჩუქარშიც არ გადაუხდიათ მშობლებს იაფი. პატარა ბლუ ივის დედიკომ და მამიკომ ბრილიანტებით მორთული 80 000 დოლარის ღირებულების თოჯინა ბარბი აჩუქეს.
თუმცა მშობლები არასოდეს იშურებენ პირმშოსთვის ფულს. Jay-z წელიწადში მილიონ დოლარს იხდის ბრუკლინში ლუქს-ნომერში, რომელიც საბავშვო ოთახად არის გადაქცეული. და ეს მხოლოდ იმისათვის, რომ პატარა ივი გვერდით ჰყავდეთ, სანამ მშობლები საყვარელი კალათბურთის გუნდის, Brooklyn Nets-ის მატჩს ადევნებენ თვალყურს.