რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი, ქეთა თოფურია მომხიბვლელობით ტოლს არ უდებს მსოფლიო ვარსკვლავებს. ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით, ქეთა სხეულის ფორმას ვარჯიშით, კერძოდ კი, იოგათი ინარჩუნებს.
"პირველად იოგას ვარჯიში 3-4 წლის წინ დავიწყე და მას შემდეგ, რაც გაუთავებელი ფრენებისგან წელის ტკივილები დამეწყო. იოგა ჩვენი ჯგუფის ბასისტმა მირჩია. წელის ტკივილებმა მართლაც მალე გამიარა. ამასთან, ყოველი ვარჯიშის შემდეგ თავს მხნედ და მსუბუქად ვგრძნობ.
ადრე მეგონა, რომ იოგა მტანჯველი ვარჯიშების კურსი იყო, ახლა კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ყოველი სეანსისას! ყველაფერს ვაკეთებ ნელა, დაფიქრებულად; ყურადღებას ვაქცევ, რომ კუნთების დაჭიმვისას ტკივილი არ ვიგრძნო.
შედეგად, უნდა განვითარდეს მოთმინება და შინაგანი სიმშვიდე. ჯერჯერობით მე ჯერ ეს მთლად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ." - ამბობს ქეთა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ინტერვიუში და მკითხველს იოგას რამდენიმე პოზას სთავაზობს.