ბრიტანეთის პრინცის, უილიამის ცოლი ქეით მიდლტონი იძულებულია, ჰიპნოთერაპიის კურსები გაიაროს.
ტახტის მემკვიდრის მომავალი დედიკო, რომელიც ფეხმძიმობის დასაწყისში ძლიერი ტოქსიკოზის გამო საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, დღემდე იტანჯება უმადობითა და გულისრევებით.
ამის შესახებ ავსტრალიურ ჟურნალ New Idea-ს ჰერცოგინიას მეგობარმა ჯესიკა ჰეიმ უამბო.
ქეითის ჭორიკანა დაქალის (სწორედ მან ამცნო პირველად მსოფლიოს ქეითის ორსულობის შესახებ) სიტყვებით, პრინცის მეუღლეს საშინელი უმადობა სჭირს და საჭმელს ზიზღით უყურებს.
სწორედ ამ უმადობის გამო ქეითი იძულებული გახდა, ჰოპნოთერაპევტისთვის მიემართა.
"ჰიპნოთერაპია საჭმელთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით აზრს უკუაგდებს" - ამბობს ჯესიკა ჰეი.
ჰიპნოზის სეანსები ქეითს დაეხმარა და ახლა ის სიამოვნებით მიირთმევს სასარგებლო პროდუქტებს.
"საერთო ჯამში, ქეითი ძალიან ბედნიერია. მას უილიამთან ერთად იდილია აქვს და სამეფო ოჯახი დიდი სიხარულით ელის ტახტის მემკვიდრის დაბადებას!" - ამბობს ქეითის მეგობარი ჰეი.
მასალის წყარო: Radar Online