ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ბევრი წამყვანის ჩაცმულობაზე დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე ზრუნავს.
სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ამ ტელეკომპანიის ეთერში გადაცემების - "პროფილის", "სხვა ამბებისა" და "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანებს ერთი და იგივე დიზაინის შავი კაბა აცვიათ.
თავად სამოსთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა რამდენად მართებულია ეს ტენდენცია და რომელ წამყვანს უფრო უხდება იგი, თავად განსაჯეთ.