როგორც აღმოჩნდა, სამეჯლისო ცეკვების უნაკლო შემსრულებელი სალომე ჭაჭუა 13 წლამდე ქართულს ცეკვავდა. ეს ფოტოც სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული.
მოგვიანებით სალომემ გაიცნო გოგონა, რომელიც სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და ზუსტად 3 წელი ეხვეწებოდა მშობლებს, რომ სამეჯლისო ცეკვებზე შეეყვანათ.
სალომე დედას სტუდია "თელაში" მიუყვანია იმ იმედით, რომ, როდესაც შვილი ტანგოსა და ვალსს ისწავლიდა, სამეჯლისო ცეკვებს თავისი სურვილით თავს დაანებებდა. თუმცა, აშკარაა, რომ სალომეს დედას ამ მხრივ იმედები გაუცრუვდა.