უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბევრი ცნობილი ადამიანი საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ამასთან, ისინი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა დროს არიან დაბადებულები და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
იმდენად, რომ თავისუფლად შეცვლიდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე ან წითელ ხალიჩაზე. არ გჯერათ? გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ მოცემულ წყვილებს შორის განსხვავებები.
ამბობენ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახეებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ, მაგალითად, კელი ბრუკი თავისუფლად შეცვლიდა ევა მენდესს გადაღებებზე (განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ცოტა შორი კადრით გადაიღებენ).
დაფიქრებულხართ, რატომ ჰგვანან კიმ კარდაშიანი და ნიკოლ შერზინგერი ერთმანეთს? და რატომ არის ასე ძნელი ელაიჯა ვუდისა და დენიელ რედკლიფის ერთმანეთისგან გარჩევა? მით უმეტეს, იმის გარკვევა, რომელი მათგანია ყოფილი ჰარი პოტერი? ერთი სიტყვით, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ნახეთ, შეადარეთ და იპოვეთ ორეულ ვარსკვლავებს შორის განსხვავებები.