ქეით მიდლტონი ჯერ სულ ახალი პატარძალია, მაგრამ უკვე მოახერხა მოდის სამყაროში ფურორის მოხდენა. ქალბატონები მოუთმენლად ელიან პრინცის ცოლის ყოველ გამოჩენას საზოგადოებაში: რას ჩაიცვამს ის, როგორ აქსესუარს გაიკეთებს და ასე შემდეგ...
იხილეთ ფოტოგალერეა
მილიონობით ქალი მის ყოველ ნაბიჯს კვალდაკვალ მისდევს, იღებს მის მანერებს, თმის ფერს, მაკიაჟს და ახლა უკვე... ცხვირსაც. აღმოჩნდა, რომ ქეით მიდლტონის ცხვირის დამსახურებით, პლასტიკურ ქირურგებს სამუშაო მოემატათ. უამრავი ქალი ოცნებობს, დაემსგავსოს ქეითს. განსაკუთრებით მოსწონთ მისი ცხვირის იდეალური ფორმა.
დიდ ბრიტანეთში პრინცის მეუღლის ცხვირის ფორმა ყველაზე მოთხოვნადად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა იმისა, რომ ქეითს ყველაზე სასურველი გარდერობი, იდეალური თმა და ღიმილი აქვს, აღმოჩნდა, რომ მის ცხვირსაც უამრავი შენატრის. პლასტიკური ქირურგი მაურიციო პესიკო ამბობს, რომ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ქეით მიდლტონის ცხვირი ასეთი მოთხოვნადია:
"ის სწორი ფორმისაა, მომრგვალებული წვერით და სახის სხვა ნაწილებთან აბსოლუტურად პროპორციული. ქეითის პროფილი მიმზიდველია და დასამახსოვრებელი. გარდა ამისა, ყველა ფოტოზე ის ბედნიერია და საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც, პირველ რიგში, იპყრობს იმ ქალების ყურადღებას, რომლებიც უკმაყოფილოები არიან საკუთარი გარეგნობით".
სამწუხაროდ, იმ ქალების რიცხვი, ვინც საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა, ძალიან დიდია. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ პლასტიკური ქირურგები მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისათვის, რომ კლიენტების გარეგნული ნაკლოვანებები გამოასწორონ. ეს უკანასკნელები კი დანის ქვეშ დაუფიქრებლად და უშიშრად წვებიან იმისათვის, რომ ოდნავ მაინც მიემსგავსონ ქეითს. ბევრი მათგანი თვლის, რომ რინოპლასტიკა "ა-ლა ქეითი" მათ საკუთარი თავის რწმენასა და არისტოკრატიზმს შემატებს.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე ქალბატონი ოპერაციამდე და მას მერე, რაც ქეითის მსგავსი ცხვირი გაიკეთეს.
იხილეთ ფოტოგალერეა