"ოსკარის" ცერემონიალი არა მარტო წითელ ხალიჩაზე მოშრიალე კაბებით, მსახიობებისა და რეჟისორების გულისამაჩუყებელი გამოსვლებით გვამახსოვრებს თავს, არამედ ვარსკვლავების კურიოზებითა თუ გამიზნულად ჩადენილი არაორდინარული ქცევებითაც.
იხილეთ ფოტოგალერეა
"ოსკარი-2013"-ის ცერემონიალზე ჰაიდი კლუმმა ისე ვნებიანად აკოცა ნაომი კემპბელს, რომ იმ მომენტში ალბათ არც უფიქრია, რომ შეიძლება ორივე მოდელისთვის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია მიეწერათ.
არატრადიციული მიმდინარეობის აშკარა და ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელს ელტონ ჯონს კი, ალბათ, შვილები ისე მოენატრა, რომ პლუშის დათუნიას არ უშვებს ხელიდან.
"ოქროს ჟოლოს" გამარჯვებული ქალის როლის ყველაზე ცუდი შესრულებისთვის, კრისტენ სტიუარტი უცნაური აქსესუარით – ყავარჯნებით მივიდა დაჯილდოებაზე.
ბრედლი კუპერი კი გულგრილი ვერ დარჩა შარლიზ ტერონის მიმართ და ისე გაერთო მასთან ყოფნით, რომ მეუღლე, ზოი სანდალა სულ გადაავიწყდა.
ჯიმ კერისგან არავის გაკვირვებია, როცა წითელ ხალიჩაზე უზარმაზარი ფეხის ტერფებით (ერთგვარი ფეხსაცმლით) გააბოტა.
ხოლო ჯენიფერ ლოურენსი ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის ტიტულის მიღებამ ისე დააბნია, რომ სცენაზე ასვლისას კაბა (მას ცერემონიალზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კაბა ეცვა) ფეხებში გაეხლართა და წაიქცა.
ნახეთ ფოტოგალერეა და კიდევ ერთხელ დატკბით "ოსკარი-2013"-ის დასამახსოვრებელი მომენტებით.