კიმ კარდაშიანმა და კენიე უესტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთმანეთის მიმართ სერიოზული გრძნობები ამოძრავებთ. ამჯერად შეყვარებულების თამამი ფოტოების ნახვა ფრანგული ჟურნალის ფურცლებზეა შესაძლებელი.
კენიე უესტი და კიმ კარდაშიანი იმ ცნობილების რიცხვს არ განეკუთვნებიან, რომლებიც პირად ცხოვრებას მალავენ. რეპერმა კიმის ორსულობა პირდაპირ სცენიდან, კონცერტის დროს გაამხილა. რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელიც მიჩვეულია კამერების წინ ცხოვრებას, საინტერესო მდგომარეობაში მყოფიც არ ერიდება თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ცხოვრების ინტიმური დეტალების გამხელას.
ორსულმა კიმმა უკვე მიიღო მონაწილეობა ფრანგული ჟურნალის, DuJuor-ის თამამ ფოტოსესიაში, სადაც ის ბიკინიში პოზირებდა. ახლა მას კენიე უესტიც შეუერთდა და ცნობილი წყვილი სხვა მოდური ჟურნალის ყდაზე საკმაოდ პროვოკაციულ პოზაში გამოჩნდა. რედაქტორების თქმით, ფოტოსესია ძალიან შთამბეჭდავი და ეროტიკული გამოვიდა.