ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" აქტიურ გულშემატკივარს უთუოდ არ გამორჩებოდა 13 მაისის შოუ-კონცერტი, რომელიც მთლიანად დაეთმო მსოფლიო დონის შემსრულებელ სტივ ვანდერს და მის შემოქმედებას.
ამასთან, შოუ მხოლოდ თემატურობით არ იყო გამორჩეული, რადგან ამჯერად მას ლეგენდარული შემსრულებლის ბექ-ვოკალისტი და პოპვარსკვლავი დეჟა გომესი სტუმრობდა, რომელიც კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია თბილისს და პროექტის მონაწილეებს მასტერკლასი ჩაუტარა.
თუმცა აქ სულაც არ ვაპირებთ არც "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტთა შეფასებას და არც დეჟას საუცხოო ვოკალის ქებას. ამჯერად ჩვენი ყურადღება ამ მშვენიერი ქალბატონის განახლებულმა იმიჯმა მიიპყრო. დაკვირვებული თვალი უმალვე მიხვდება, რომ ამ საქმეში ქართველი სტილისტების ხელი ურევია, რომელთაც გადაწყვიტეს, თავისებური ხიბლი შეემატებინათ მომღერლისათვის და ქართულ ყაიდაზე დავარცხნეს დეჟას ბუნებრივად ხვეული თმა.
როგორ ფიქრობთ, მოიხდინა ქართველი სტილისტის შერჩეული ვარცხნილობა პოპდივამ თუ მისი ბუნებრივად ხვეული თმა ჯობდა?