გასულ წელს ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა დაბეჯითებით უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სრული ფორმებით.
როგორც ჩანს, ვარსკვლავის შეხედულება საკუთარ სხეულზე რადიკალურად შეიცვალა, რადგან ახლა ის დღითიდღე იკლებს წონაში და სიამოვნებით წარმოგვიდგენს თავისი მონდომების შედეგებს. ამას ამტკიცებს სულ ახალი ფოტო, რომელიც მომღერალმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.
"კლიპის გადაღებებზე", - დააწერა აგილერამ ფოტოს, რომელშიც ის მოკლე ქვედაბოლოსა და ბიუსტჰალტერშია.
შეგახსენებთ, მომღერალმა 2011 წლის ბოლოს საგრძნობლად მოიმატა წონაში. ექსპერტების შეფასებებით, მან მინიმუმ 20 ზედმეტი კილოგრამი აკრიფა.