38 წლის ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამქვეყნად საუკეთესო მამაა. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შვილებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ და დიდ დროს ატარებს მათთან ერთად.
იხილეთ ფოტოგალერეა
რამდენიმე დღის წინ დევიდმა თავისი, ალბათ, ყველაზე საყვარელი 2 წლის გოგონა საბავშვო მოედანზე წაიყვანა სასეირნოდ.
დევიდ ბექჰემი, რომელიც ამ წლის მაისში დიდი ბრიტანეთის საუკეთესო მამად დაასახელეს, სიამაყით ატარებს ამ წოდებას. ახალგაზრდა მშობელი სიამოვნებით უვლის შვილებს და დიდ დროს უთმობს მათ. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ჰარპერი მამიკოს გამორჩეულად უყვარს.
ჯერ იყო და წინა კვირას დევიდმა პატარა ჰარპერი ბეისბოლის მატჩზე წაიყვანა, შემდეგ მამა-შვილი ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზე იყო შემჩნეული.
ახლა კი დევიდი პატარასთან ერთად ნიუ-იორკში საბავშვო მოედანზე დააფიქსირეს, სადაც ფეხბურთელი ჰარპერს საქანელაზე აქანავებდა, მზრუნველად ასმევდა წყალს და ტელეფონით ფოტოებს უღებდა.
ერთხელ ბექჰემი ჟურნალისტებს გამოუტყდა: "გყავდეს გოგონა – ეს სულ სხვა არის. არ ვამბობ, რომ ჰარპერი ბიჭებზე მეტად მიყვარს, მაგრამ ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან".
თუმცა დევიდს არ ავიწყდება, რომ ბიჭებიც ჰყავს და მათ არანაკლებ ყურადღებას უთმობს – 11 წლის რომეო, დაბადების დღის აღსანიშნავად, ფეხბურთელმა საფეხბურთო მატჩზე წაიყვანა. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა ბექჰემების ოჯახი შინ, ლოს-ანჯელესში ბრუნდება, დევიდი ბავშვებთან ერთად პლაჟზე მიდის, სადაც ბიჭებს სერფინგზე სრიალს ასწავლის.
იხილეთ ფოტოგალერეა