ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილს ეხმაურება - Marao

ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილს ეხმაურება

2013-09-19 16:26:09+04:00

რამდენიმე საათის წინ ჩვენს საიტზე მასალა გამოქვეყნდა, სათაურით - "სალომე გოგიაშვილის და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა". სალომემ ნინა პლასტიკური ოპერაციების სიმრავლის გამო რუს მომღერალ სერგეი ზვერევს მიამსგავსა და მეტი დამაჯერებლობისთვის ზვერევისა და ნინას ფოტომონტაჟი გამოაქვეყნა.

საიტზე მკითხველის მხრიდან სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი კომენტარებში სალომეს მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდა და ძირითადად, ბოღმიანს და ნინაზე გამწარებულს ეძახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნინა ხშირად ეხვევა სკანდალებში, მისი მხრიდან არასოდეს გვახსოვს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

როგორც ჩანს, ნინამ საიტზე გამოქვეყნებული სტატია თავად წაიკითხა ან უბრალოდ, სოციალურ ქსელში ლინკი გაუგზავნეს, რადგან ახლახან სალომეს პასუხად შემდეგი სიტყვები გამოაქვეყნა:

იხილეთ სრულად: reitingi.ge